ჩვენ შესახებ
თანამედროვე მედიის მისია ინკლუზიურობასა და „ახალ ეთიკაზე“ დაფუძნებული სწორი გზავნილების მიტანაა მკითხველამდე. აზრის ლიდერებისა და ინფლუენსერების გავლენა, გლობალური კვლევების მიხედვით კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ დასახელდა. კომუნიკატორებისა და მარკეტერების 71% ინფლუენსერმარკეტინგით მოზიდულ მომხმარებელს ყველაზე გათვითცნობიერებულ მომხმარებლად მიიჩნევს.
ჩვენს გუნდს დიდი გამოცდილება აქვს ინფლუენსერმარკეტინგში მუშაობის. საჭიროდ მივიჩნიეთ, შეგვექმნა ახალი მედიაპლტფორმა, რომლის შინაარსიც მთლიანად ინფლუენსერებსა და ინფლუენსერმარკეტინგზე იქნება აგებული. ექსკლუზიური პროექტების, ბრენდების ახლებურად წარმოჩენის, ფოტოსესიებისა და ვიდეოების შექმნა ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომელსაც თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ვქმნით. პარტნიორებთან თანამშრომლობა კი აისახება და ინტეგრირდება მათზე მორგებულ ექსკლუზიურ პროექტებში.
ვფიქრობთ, INFLUENCER MAGAZINE იქნება პლტფორმა, რომელიც უამრავ ადამიანს საინტერესო თემების ირგვლივ გააერთიანებს.
INFLUENCER MAGAZINE-ს მთავარი მიზნობრივი აუდიტორია:
- 18 დან 25 წლამდე – თანამედროვე ცხოვრების სტილით, სიახლეებით, გამორჩეული და სიანტერესო, მაღალი კლასის ბრენდებითა და ტრენდებით დაინტერესებული გოგონები და ბიჭები.
- 25 დან 55 წლამდე – თანამედროვე ცხოვრების სტილის, დასაქმებული პროფესიონალი ქალები და მამაკაცები, თანამედროვე და ტრენდული სიახლეებითა და ბრენდებით დაინტერესებულები.

