თაკო ნაცვლიშვილის Makeup სტილი და ტენდენციები

Influenser Magazine-ს ობიექტივში კიდევ ერთ წარმატებული ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი მოხვდა.

Elie Saab, Dolce & Gabbana, Christian Dior, Antonio Berardi, Versace, Giorgio Armani – ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთანაც თაკოს უთანამშრომლია. ის პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც გზა გაიკვალა და დამკვიდრდა საერთაშორისო პოდიუმებსა თუ ლუქს ბრენდების ფოტოსესიებში.

სტილის მიხედვით, თაკო ნამდვილი ფეშენისტაა – უპირატესობას ანიჭებს ელეგანტურ სტილს, კლ;ასიკურიდან – ქეჟუალამდე, ტენდენციებზე აქცენტით. მის სტილს შეესაბამება შერჩეული სილამაზის პროდუქტებიც, რომელიც იცვლება ბუნებრივიდან – საღამოს მაკიაჟამდე.

სწორედ თაკოს მეიქაპ სტილი იქნება ჩვენი განხილვის თემაც.

tako 2

თაკო თაყვანისმცემელი და მიმდევარია მდგრადი მოდის, შესაბამისად ბუნებრიობას დიდ უპირატესობას ანიჭებს. ყოველდღიური სტილისთვის მისი დამახასიათებელი ლუქია No-Makeup Makeup.

მოდელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახის კანის ხარისხს და ზედმიწევნით იცავს კანის მოვლის რუტინას, რომელსაც ინსტაგრამზე გამომწერებსაც უზიარებს. მისი იდეალური კანის დამსახურებაა, რომ მსუბუქი მაკიაჟიც კი, თაკოს სახეზე ბრწყინვალედ გამოიყურება. გლუვი კანი საშუალებას აძლევს, რომ მსუბუქი ტონალურით და ტუშით შემოიფარგლოს.

ხშირად აქცენტს წამწამებსა და წარბებზე მიმართავს, იმ შემთხვევაში თუ მისი სამოსი შედარებით სადაა და აქცენტის გადატანა სახეზე სურს

უყვარს და ატარებს შედარებით გამოკვეთილ მაკიაჟს, რომელსაც წითელი პომადით ასრულებს. ეს ლუქი შეესაბამება საღამოს გარდერობს  წვეულებებისთვის, ან ისეთ სამოსს, რომელიც კლასიკურია და აქცენტის გადატანა სახეზე შეიძლება.

გამონაკლისის სახით მიმართავს ისეთ კომბინაციას, როგორიცაა ბუნებრივი მაკიაჟი, წითელი პომადის აქციენტით ტუჩზე.

თუკი თაკოს გარდერობს გადავავლებთ თვალს, მისი საყვარელი სტილი შავი ფერის კლასიკური ელემენტებისგან შედგება, რომელიც იდეალურად უთავსდება მის საყვარელ მეიქაპ ლუქებს: ბუნებრივ მექიაპს, რომელიც სრულდება  ტუჩისფერი Nude პომადითა და საღამოს მაკიაჟს, რომელიც სრულდება წითელი მკვეთრი პომადით.

.