LIERAC PREMIUM – კიდევ უფრო დახვეწილი ფორმულა

Lierac – აერთიანებს ას წლიან გამოცდილებასა და უნიკალურ ფორმულას, რომელიც დახვეწილ ტექსტურასთან ერთად ქმნის კანის მოვლის ფრანგულ ფილოსოფიას.

ეს ფილოსოფია გაიზიარა პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა სამხატვრო აკადემიის სარკეებიან დარბაზში, – სივრცეში, რომელიც  გამორჩეულ ისტორიასთან ერთად, სილამაზესა და განსაკუთრებულ ესთეტიკას გვაზიარებს.

LIERAC PREMIUM-ის ახალი ფორმულა შეიცავს კაფსულირებულ ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებულ, განახლებულ, ბევრად უფრო დახვეწილ სტრუქტურას, გაცილებით მცირე მოლეკულით, რაც ხელს უწყობს პეპტიდებზე დაფუძნებული ინგრედიენტების კანში მარტივად შეწოვას. 7000 მიკროელემენტისგან შემდგარ შრატს, რომელიც დაფუძნებულია ზეთოვან სტრუქტურაზე და ამავდროულად მოიცავს წყლის სიმსუბუქეს.

პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ ანტი-ასაკობრივი ხაზის LIERAC PREMIUM-ის შემადგენლობის თავსისებურებებს, მის კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ფორმულას და დახვეწილ გარემოსთან ერთად ეზიარენ ფრანგული ბრენდის გამორჩეულ ესთეტიკას.