რუსა ჩაჩუა influencer.Magazines-ს რუბრიკა intravel-ში მის უცნობ მხარეზე, მოგზაურობაზე, რომელიც ცნობილი ინფლუენსერისთვის დიდი გატაცება, სტიმულია და ასოცირდება სიყვარულთან, გართობასთან და ახალ თავგადასავლებთან.
„მოგზაყრობა ასოცირდება სიყვარულთან, გართობასთან, ახალ-ახალ თავგადასავალთან… უნდა იყოს უფრო შემეცნებითი და საინტერესო.
სადაც კი ვყოფილვარ, ყოველმა ადგილმა წარუშლელი მოგონება დამიტოვა, რომელიც უმეტესად ახალ შეგრძნებებთან, გემოებთან და სურნელთან ასოცირდება. ძირითადად, ჩემს საყვარელ მეუღლესთან ერთად ვმოგზაურობ. ჩემი მეუღლე პროფესიით არქიტექტორია. განსსაკუთრებით უყვარს ისეთი ადგილების მონახულება, რომლის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვს. ჩვენც დროს არ ვკარგავთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადგილს ვეწვიოთ“
„ვემზადებით წინასწარ. ყველაფერი გაწერილი გვაქვს, ვჯავშნით სასტუმროებს და რესტორნებს. ჩვენ გურმანები ვართ და გვიყვარს იმ ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნება, სადაც ვიმყოფებით, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ტურისტულად ცნობილი ადგილები. ვირჩევთ ისეთ რესტორნებს, რომელიც ადგილობრივებისთვის ითვლება განსაკუთრებულ ადგილად“
„გავიხსენებ ჩემს ბოლო მოგზაურობას იტალიაში. ეს გახლავთ პულია, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამ მხარეში ბევრი -პატარ-პატარა ქალაქია. უნიკალურია თავისი გარემოთი და სიძველესთან ურთიერთობით.
პულიაში ვერ შეხვდებით მუზეუმებს, თუმცა ქალაქებს თავის ავთენტური იერი შენარჩუნებული აქვს. თითქოს დრო ჩერდება. ყოველ ქალაქს განსაკუთრებული და განსხვავებული არქიტექტურა აქვს. მათ შორის გამოვარჩევდი მატერას, კლდეში ჩათლილ ქალაქს“
„მიყვარს ასევე საბერძნეთი. განსაკუთრებით ლამაზია მისი კუნძულები. გამოვარჩევ ათენს და იმ სიძველეებს, რომელიც შემორჩენილია ქალაქში. ზამთარში ამ მხრივ ვისვენებთ. როგორც კი დათბება, ვიწყებთ მოგზაურობაზე ფიქრს. სითბოში გაცილებით სასიამოვნოა სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება. მიყვარს პარიზი და ჩემთვის ამოუწურავია თავისი არქიტექტურით თუ მუზეუმებით. არასდროს გვყოფნის დრო, რომ ყველაფრი სიღრმისეულად მოვინახულოთ. ძალიან მიჭირს“
„ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყანა და თუ მოგზაურობა გიყვართ, არ უნდა გამოგრჩეთ ჩვენი უნიკალური კუთხეები, თავისი ულამაზესი ლანდშაფტით და წარსულით.არ დამავიწყდება ვანის მუზეუმში მიღებული შთაბეჭდილებები. იქ ნანახმა ნივთებმა, რომლებიც არქეოლოგებმა მოიპოვეს, სიამაყოს გრძნობა გამიღვივა და შემახსენა ჩვენი ხალხის ისტორია და კულტურა. ამდენად, თუკი მოგზაურებსთვის ემზადებით, დაიწყეთ ჩვენი ქვეყნით“