მაღალი მოდის მიღმა – მატილდა გვარლიანის სტილი

Dior, Fendi, Valentino, Dolce & Gabbana, Gucci – საერთაშორისო პოდიუმებისა და მეგაბრენდების უპირობო ვარსკვლავი და გამორჩეული სახეა. პირველი ქართველი მოდელია, რომელიც გამოცემა Vogue-ს გარეკანზე გამოჩნდა და  Models.com-მა Top 50 ახალგაზრდა მოდელს შორის დაასახელა.

matilda 1

ის, IT GIRL მატილდა გვარლიანია და Influenser Magazine-ს Fashion რუბრიკაში განვიხილავთ რამდენად აისახა მის ინდივიდუალურ სტილზე მისი საქმიანობა.

matilda 2

მატილდას სტილი გარდამავალია მინიმალიზმსა და სპორტულს შორის, რომელიც გასულ წელს ყველაზე ტრენდულად ითვლებოდა. იშვიათად შეინიშნება, ასევე, ე.წ. „ჩუმი ფუფუნეება“, რაც ასევე აქტუალური იყო გასულ წელს. .ის იზიარებს მოდის ტენდენციებს, თუმცა იმდენად ოსტატურად, რომ არაფერი გეჩვენება ზედმეტად…

matilda 3

უპირველესად, დიდ პატივს მიაგებს პრაქტიკულობას, რაც მისი პროფესიის გათვალისწინებით ბუნებრივია. დიდ დროს უთმობს ქასტინგებს და სამუშაო პროცესს, რაც მოგეხსნეებათ, ძალიან დამღლელია. და შესაბამისად, მისი დამახასიათებელი ლუქი ჯინსით იწყება, რომელსაც გემოვნებით უხამეს პიჯაკს თუ აქსესუარს.

matilda 4

სწორედ აქსესუარების ტარებაში გამოიხატება  პოდიუმის ახალგაზრდა ვარსკვლავის მოდის ინდუსტრიასთან სიახლოვე. მას სტილის გამორჩეული შეგრძნება აქვს. თუკი, ჩვეულებრივ, ჯინსის შარვალსა და პიჯაკს ირგებს, მას აუცილებლად უხამებს, Margiela-ს ყველაზე სტილიზებულ ფეხსაცმელს, რომელიც ბრენდის სავიზიტო ბარათია.

matilda 5

კაბა სადა, თუმცა ორიგინალური უნდა იყოს. მოსწონს ჭრილები, რომელიც მის სხეულს ხაზს უსვამს.

matilda 6

მისი იმიჯის გამორჩეული ნაწილი კი, მოკლე ვარცხნილობაა, რომლის სხვადასხვა ვარიაციას სხვადასხვა ლუქთან ატარებს – ხან მსუბუქად აწეწილს, ზოგჯერ კი, ვაჟივით  გადავარცხნილს. 

matilda 7

მისი იმიჯის გამორჩეული ნაწილი კი, მოკლე ვარცხნილობაა, რომლის სხვადასხვა ვარიაციას სხვადასხვა ლუქთან ატარებს – ხან მსუბუქად აწეწილს, ზოგჯერ კი, ვაჟივით  გადავარცხნილს.